მამუკა მდინარაძე – სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, თემა აქტუალურია, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს იმას, განიხილავენ თუ არ განიხილავენ. შეიძლება თქვას სტრასბურგმა, რომ განიხილავენ, ან არ განიხილავენ
სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, თემა აქტუალურია, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს იმას, განიხილავენ თუ არ განიხილავენ. შეიძლება თქვას სტრასბურგმა, რომ განიხილავენ, ან არ განიხილავენ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„არ გამოვრიცხავ რომ ხვალ სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეზე სააკაშვილის საჩივრის დასაშვებობა მიიღოს. არ მინდა შეცდომაში შევიდეს ვინმე. რამდენიმე მოთხოვნა აქვს დაყენებული და არ გამოვრიცხავ, რომ დასაშვებობის ეტაპი გადალახოს. იქ შეიძლება ერთ ან რამდენიმე საკითხზე დასაშვებობის ეტაპი გადალახოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეს განიხილავენ.
სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, თემა აქტუალურია, სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს იმას, განიხილავენ თუ არ განიხილავენ. შეიძლება თქვას სტრასბურგმა, რომ განიხილავენ, ან არ განიხილავენ. წინასწარ ვერ ვიტყვით. შეიძლება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, 6 ან 7 საკითხია. მთავარია არ შეგვეშალოს და ხვალ ხალხი არ მოატყუონ, როგორც იციან ხოლმე ხშირად, რომ აი გავიმარჯვეთ და სტრასბურგმა გაამართლაო. ხვალ იტყვიან, აი დაიმახსოვრეთ, ერთ საკითხზე მაინც დასაშვებობის ეტაპი რომ გადალახოს იტყვიან გავიმარჯვეთ სტრასბურგშიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.