ამირან გამყრელიძის ცნობით, მთავრობა ვაქცინაციის ახალი გეგმის დამტკიცებას გეგმავს

მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, სადაც მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება ვაქცინაციის მონეტარული წახალისებაც.

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვაქცინის დოზების გარკვეული ნაწილი გამოუყენებელი რჩება.

“400 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ “ბუსტერზე” მოსულიყვნენ, კიდევ მეტი აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის აცრის 44%-ზე ავალთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები