თამარ გაბუნია: C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67 პროცენტით შემცირებულია – განკურნების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67 პროცენტითაა შემცირებული.

მისივე თქმით, განკურნების მაჩვენებელი გაზრდილია.

„C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 67 პროცენტით შემცირებულია. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, რომ პროგრამა შესრულდა და გასული წლების განმავლობაში იყო ძალიან ეფექტური. ამ ეტაპზე, პროგრამაში მკურნალობას 77 ათასზე მეტი მოსარგებლე იტარებს, განკურნების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია და 98%-ს აღწევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები