გია ვოლსკი: ვფიქრობ, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, ეს არის პოლიტიკური განცხადება

როგორ შეიძლება, ხელისუფლებას ომით დაშინება დააბრალო, არასამთავრობო ორგანიზაცია და ასეთი გამოცდილი ადამიანები არ უნდა აკეთებდნენ ამას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ეს არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, არამედ ეს იყო პოლიტიკური განცხადება.

“ვფიქრობ, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება. ეს არის პოლიტიკური განცხადება და ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომელიც ისედაც არსებობს. ამ თემებზე მუშაობაც მიმდინარეობს, დასავლეთთანაც გვაქვს ურთიერთობა და, რაც მთავარია, როგორ შეიძლება, ჩვენ, ხელისუფლებას ომით დაშინება დააბრალო. არასამთავრობო ორგანიზაცია და ასეთი გამოცდილი ადამიანები არ უნდა ჩადიოდნენ ამ ცოდვას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები