ირაკლი ღარიბაშვილი: მადლენ ოლბრაიტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის ენერგიული დამცველი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის ენერგიული დამცველი იყო. როგორც აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი, ის ნოვატორი პიონერი იყო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა საჯარო სამსახურს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები