კელი დეგნანი: საქართველოსთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების პერიოდია “ნატოს” გზაზე, დასაკარგი დრო არ არის
ახლა საქართველოსთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობების პერიოდია და ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რათა შესაძლებელი გახდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა
მისი თქმით, NATO საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსია და უკრაინაც და საქართველოც იზიარებენ ამ ღირებულებებს.
”თავისუფლებისადმი ერთგულებას, ადამიანის უფლებების და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. საქართველოსნაირმა ქვეყანამ, რომელსაც 2008 წლის შეჭრის გამოცდილება აქვს და რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ, ეს კარგად იცის.
ახლა არის აუცილებელი რეფორმების განხორციელების პერიოდი და იმ ნაბიჯების გადადგმის დრო, რაც საჭიროა საქართველოს სამხედრო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. NATO-ში გაწევრიანების მიზნის მიღწევაში კი აშშ საქართველოს გვერდით დგას. ეს არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოსთვის და დასაკარგი დრო არ არის“,– აცხადებს კელი დეგნანი.