სტოლტენბერგი: ნატო თავს უკრაინაში კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს და იქ ძალების გაგზავნას არ აპირებს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი თავს უკრაინაში კონფლიქტის ნაწილად არ მიიჩნევს და იქ ძალების გაგზავნას არ აპირებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ალიანსი პასუხისმგებელია, რომ სამხედრო ქმედებები უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ხვალ ალიანსის რიგგარეშე სამიტი გაიმართება.

სტოლტენბერგი ასევე მოუწოდებს მოკავშირეებს, კიევს ფინანსური მხარდაჭერა გაუზარდონ.

ხვალ ნატო-ს რიგგარეშე სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც დაესწრება, ასევე, შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიმართავს.

მანამდე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის წინადადებას დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები