კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 374, აჭარაში – 39, იმერეთში – 105
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
თბილისში გამოვლენილია ინფიცირების 374 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 105, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 44, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 81, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 387, აჭარაში – 53, იმერეთში – 152. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 27, იმერეთში – 33. საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს 22 072 პირი გადის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 644 112 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 604 595, გარდაიცვალა 16 681 პაციენტი.