საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 017 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 644 112 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 604 595, გარდაიცვალა 16 681 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები