ანდრეი კურკოვი: პუტინი რუსულ ენას ანადგურებს

რუსეთის აგრესია რუსულ კულტურასა და ენას უკრაინასთან თაობებით დააშორებს, ხოლო რუსეთის მიმართ იგივე დამოკიდებულება ექნებათ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელების მიმართ ჰქონდათ, – განაცხადა რუსული წარმომავლობის უკრაინელმა მწერალმა, ანდრეი კურკოვმა

მისი თქმით, პუტინი ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – რუსეთს და რუსულ ენას.

„ვფიქრობ, რომ ომის შემდეგ, როცა ბავშვებს სკოლაში რუსულის სწავლას შესთავაზებენ, ისინი კატეგორიულ უარს იტყვიან და განაცხადებენ: „რუსებმა მოკლეს ბაბუაჩემი!“ ან “რუსებმა მოკლეს ჩემი პატარა და!” – ეს აუცილებლად ასე იქნება. ეს მოხდება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მესამედი ძირითადად რუსულად საუბრობს, სადაც ჩემნაირი რამდენიმე მილიონი ეთნიკური რუსია.

არაერთხელ შემრცხვენია ჩემი რუსული წარმომავლობის და იმის, რომ ჩემი მშობლიური ენა რუსულია. ვცდილობ, ავხსნა, რომ ენა დამნაშავე არ არის, რომ პუტინს რუსულ ენაზე საკუთრების უფლება არ გააჩნია, რომ ბევრი უკრაინის დამცველი რუსულენოვანია. მაგრამ ახლა მხოლოდ გაჩუმება მინდა“, – წერს კურკოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები