“ნუ იქნებით მკვლელების კურორტი” – ზელენსკი იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და კანონმდებლებს მოუწოდა, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყველა აქტივები გაყინონ, ასევე, მხარი დაუჭრონ რუსეთის ემბარგოს, ნავთობის ჩათვლით.

“იტალიელებო, თქვენ კარგად იცნობთ უკრაინელებს. ჩვენი ხალხი, რომელსაც არასოდეს სურდა ომი, ისეთივე ევროპელია, როგორც თქვენ. თქვენ იცნობთ მათ, ვინც უკრაინაში ომი მოიტანა. თქვენ იცნობთ მათ, ვინც საომარი მოქმედებების გაგრძელების ბრძანებას გასცემს, ასევე მათ, ვინც ამ ყველაფრის პროპაგანდას ახდენს. თითქმის ყველა მათგანი იტალიას დასასვენებელ ადგილად იყენებს. ასე რომ, ნუ იქნებით მკვლელების კურორტი. დაბლოკეთ მათი მთელი ქონება, ანგარიშები, იახტები. დაბლოკეთ, ყველა იმ პირის აქტივი, ვისაც გავლენები აქვს ამ ყველაფერზე – დაე, მშვიდობისთვის იყოს გამოყენებული ეს ყველაფერი”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იტალიას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ვაჭრობის სრულ ემბარგოს, ნავთობის ჩათვლით, ასევე, მხარი დაუჭიროს რუსული გემების იტალიის პორტებში შესვლის აკრძალვას და ყველა რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

“არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი არცერთი რუსული ბანკისთვის. დაგვეხმარეთ, შევაჩეროთ მკვლელობები და გადავარჩინოთ უკრაინული ოჯახები. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, დავაბრუნოთ მშვიდობა, გავიყვანოთ უკრაინიდან მტრის ჯარი, განაღმვითი სამუშაოები ჩავატაროთ და ქვეყანა აღვადგინოთ. თქვენთან ერთად, იტალიასთან ერთად, მთელ ევროპასთან ერთად, ევროკავშირთან ერთად!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები