რუსული არმიის შესახებ “ცრუ ინფორმაციის” გავრცელებისთვის მოსკოვში პირველი საქმე აღიძრა
საგამოძიებო კომიტეტმა რუსული არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელებისთვის მოსკოვში პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ინფორმაციის” გავრცელება 38 წლის სერგეი კლოკოვს ედება ბრალად. იგი 18 მარტს სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს.
ახალი კანონის თანახმად, კლოკოვს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.