ნავთობბაზაზე ხანძრის დროს საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა (ვიდეო)

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე “გალფის” ნავთობბაზაზე ხანძრის დროს საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის ინფორმაციით,დამწვარია დაახლოებით 2 000-2 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. მისი თქმით, დამწვარია ღობეები და ავტოფარეხები. ხანძარი ასევე გადაედო “გალფის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების მაღაზიებსა და მეორად ავტომობილებს.
ხანძრის დროს მსუბუქად დაშავევდა „გალფის“ ერთი თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ.
“გალფის” ნავთობაზაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 11.00 საათზე გაჩნდა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=-sl3bSSGrPM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები