ზურაბ აზარაშვილი: საქართველოში ახალი ვაქცინები მიმდინარე კვირაში შემოვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალ დოზებს მიიღებს.
მისი თქმით, ქვეყანაში აქამდე შემოტანილი ვაქცინების სრულად ათვისება ვერ მოხერხდა და რამდენიმე ათასი ვაქცინა გამოუყენებელია.
“ახალი ვაქცინები მიმდინარე კვირაში გვექნება. რას შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ვაქცინები ნაჩუქარია და ფინანსურად არაფერი გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვრჩა“, – განაცხადა აზარაშვილმა.