ანრი ოხანაშვილი: კანონში ცვლილებების შემდგომ, მთავრობა პროცედურული თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს, ოღონდ არა – პრეზიდენტის დასჯისთვის

“კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ, მთავრობა პროცედურული თვალსაზრისით უზრუნველყოფილი იქნება – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს, ოღონდ არა – პრეზიდენტის დასჯის და შევიწროებისათვის, არამედ კომპეტენციებთან დაკავშირებით ცივილიზებულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში აპრობირებული მოდელით დავისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონში იმ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაწერა ხდება, რაც კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრულია.

“კონსტიტუცია უფლებამოსილებების შესახებ დავას ითვალისწინებდა როგორც ნორმატიული აქტის დარღვევის, ასევე, მოქმედების ან უმოქმედობის შემთხვევაშიც. არ მესმის, რა არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასასმელი?! კანონში იმ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაწერა ხდება, რაც კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრულია. ეს არის კომპრომატი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ?! როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ უფლებამოსილებების შესახებ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება, ეს მოიაზრებს როგორც ნორმატიულ აქტს, ასევე, მოქმედებას ან უმოქმედობას. კანონში საჭიროა ამის პროცედურული გაწერა. ჩვენ აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით ვიცოდით, თუმცა, მას შემდეგ, რაც პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონკრეტული ქმედების არგანხორციელების გამო საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციასთან დაკავშირებით იდავებდა, აღნიშნული საკითხის დაზუსტება გახდა საჭირო. სპეკულაციები რომ არ გამოგვეწვია, ჯერ პოლიტსაბჭოს განცხადება გაკეთდა და იმავე დღეს პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები