ლარი გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2219 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2219 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2096 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0123 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5599 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0168 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.