შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მარნეულში იმყოფებოდა, სადაც თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

„ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვინც ამ დღეს აღნიშნავს. მართალია, გაზაფხულის დადგომის დღეა და თოვლში გვიწევს ამ დღესასწაულის აღნიშვნა, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საინტერესო და სიმბოლურია. ვუსურვებ ბედნიერ ცხოვრებას საყვარელ ადამიანებთან ერთად”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები