ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი

კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ ჩვენ, ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი” , – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები