ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში კრემლის მთავარი მიზანი დაასახელა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსული ომის მთავარ ამოცანად კიევის დაკავება რჩება.
ამის შესახებ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
კერძოდ, აღნიშნულია, რომ მძიმე ბრძოლები კიევის ჩრდილოეთით გრძელდება.
„ჩრდილო-აღმოსავლეთიდან რუსული ჯარების წინსვლა დედაქალაქის მიმართულებით, შეფერხდა. გოსტომელის მხრიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალმა რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგობას წააწყდნენ. რუსული ძალების ძირითადი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრის მანძილზე რჩება. მოწინააღმდეგის პროგრესის არარსებობის მიუხედავად, კიევი რუსეთის მთავარ სამხედრო სამიზნედ რჩება და უახლოეს კვირებში ისინი, ქალაქის ალყაში მოქცევას შეეცდებიან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.