ალექსანდრე ლორთქიფანიძე: დღეს ახალგაზრდა უკრაინელმა მათემატიკოსმა და პოეტმა, კონსტანტინ ოლმეზოვმა თავი მოიკლა
ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში უკრაინელი მათემატიკოსისა და პოეტის, კონსტანტინ ოლმეზოვის თვითმკვლელობის შესახებ წერს და მისი ლექსის თარგმანს აქვეყნებს.
“დღეს ახალგაზრდა უკრაინელმა მათემატიკოსმა და პოეტმა, კონსტანტინ ოლმეზოვმა თავი მოიკლა და თავის ტელეგრამ გვერდზე წერილი დატოვა.
დონეცკელი ოლმეზოვი მოსკოვში სწავლობდა და ომის დაწყებიდან რუსეთის დატოვებას ცდილობდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და დაიჭირეს.
სიკვდილისწინა წერილში დაწერა, რომ იმედგაცრუებულია სიცოცხლით, კაცობრიობით და აღარ შეუძლია მიმდინარე მოვლენების ატანა.
წერილი კი ლექსით დაასრულა, რომელიც სახელდახელოდ ვთარგმნე.
ნუთუ უნდათ რუსებს პლაკატები “არა ომს”?
ჰკითხე ამის შესახებ სპეცრაზმელ “ფარაონს”,
ჰკითხე ამის შესახებ, ვინც ბომბს გადაურჩა,
ჰკითხე, ვინც საკუთარ სკამებს ჩაებღაუჭა.
ნუთუ უნდათ რუსებს ქალაქების დანგრევა?
ჰკითხე, ვინც ვაგონები აქცია სანგრებად.
ნუთუ უნდათ კლინიკების განადგურება?
ჰკითხე ჩვილებს, ვისაც აღარ ძალუძთ ყურება.
ნუთუ უნდათ რუსებს შეცვლა თუნდაც მცირედის?
ჰკითხე მედიას მიზეზი ამ დამცირების.
ნუთუ უნდათ რუსებს ნაციზმის დასრულება?
თითის ქნევით სთხოვე სტუდენტს დადასტურება.
ბედნიერია რომ ადგას ამ წლის უღელი,
ერი მარად, ჭეშმარიტად წარბშეუხრელი,
რომელიც ხან სისხლში და ხან მძღნერში ბანაობს,
ოღონდაც არ გაშალონ პლაკატი “არა ომს”.
Хотят ли русские плакатов “нет войне”?
Спроси об этом у омоновца в броне,
Спроси об этом у ныряющих в метро,
Спроси об этом у вцепившегося в трон.
Хотят ли русские разбитых городов?
Спроси об этом у забитых поездов.
Хотят ли русские разрушенных больниц?
Спроси у высохших младенческих глазниц.
Хотят ли русские хоть что-то изменить?
Спроси об этом у оставшегося СМИ.
Хотят ли русские искоренить нацизм?
Спроси об этом у студентов с буквой “цыц”.
Твоей визиткой станет этот жуткий год,
Воистину непоколебленный народ,
Готовый хоть в крови купаться, хоть в говне,
Но лишь бы не было плакатов “нет войне””, – წერს ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.