როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 21 მარტის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა, აჭარა – 16,იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 4, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14დღის მანძილზე – 8.23% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.42%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 034 საიდანაც, 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 416, აჭარაში – 61, იმერეთში – 182.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 30, იმერეთში – 34. 25 221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 642 242 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 599 511, გარდაიცვალა 16 671 პაციენტი.