საქართველოში კორონავირუსს კიდევ 8 ადამიანი ემსხვერპლა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 225 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 642 242 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 599 511 , გარდაიცვალა 16 671 პაციენტი.