BBC: უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განუცხადა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განუცხადა. ინფორმაციას BBC უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშცუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაჟინებით მოითხოვა კიევისგან, დილის 5 საათამდე მიეღოთ წერილობითი პასუხი მარიუპოლის დანებების მოთხოვნაზე.

თავდაცვის უწყების განცხადებით, დილის 10-დან 12 საათამდე აქვთ შეთავაზება, რომ ქალაქიდან გავიდნენ უკრაინელი სამხედროები და უცხოელი დაქირავებულები იარაღის გარეშე (ამ შემთხვევაში, მათ ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები