პენტაგონი: პუტინი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო წარუმატებლობის გამო ბომბავს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას სამხედრო წარუმატებლობის გამო გასცემს.
ამის შესახებ მან CBS-ის ეთერში თქვა.
“დღეს ისინი ხმელეთზე არაეფექტურები არიან, ამიტომ, მნიშვნელოვნად შეჩერდნენ”, – თქვა ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინელებმა გამოიჩინეს “მნიშვნელოვანი სიმტკიცე”, ეფექტურად გამოიყენეს შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი და აღჭურვილობა და, შესაბამისად, მტრის გეგმები ჩაშალეს.
მანამდე, ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვა. მისი თქმით, საოკუპაციო ჯარის წინსვლა გეგმას გასცდა.