დღეს სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლოს სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დაესწრება.
შეგახსენებთ, თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის, ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.