ზელენსკი: ვთხოვე, პირდაპირ ეთქვათ, რომ მიგიღებთ ნატო-ში ერთ, ორ, ხუთ წელში ან უბრალოდ ეთქვათ – „არა“, პასუხი იყო მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი, თუმცა, საჯაროდ კარი ღია დარჩება

„ჩვენ რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება. თუ ნატო-ს წევრები მზად არიან, გვიხილონ ალიანსში, მაშინ გააკეთონ ეს დაუყოვნებლივ, რადგან ადამიანები ყოველდღე კვდებიან”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“თუმცა, თუ თქვენ არ ხართ მზად, დაიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თუ გსურთ, რომ გვიხილოთ ორ მსოფლიოს შორის მდგარი, თუ გსურთ, რომ გვნახოთ ამ ბუნდოვან მდგომარეობაში, როდესაც არ გვესმის, შეგიძლიათ ჩვენი მიღება თუ არა – თქვენ ვერ ჩაგვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში, თქვენ ვერ გვაიძულებთ ამ გაურკვევლობაში ყოფნას.

მე ვთხოვე მათ პირადად, პირდაპირ ეთქვათ, რომ ჩვენ მიგიღებთ თქვენ ნატო-ში ერთ, ორ ან ხუთ წელში, უბრალოდ ეთქვათ ეს პირდაპირ და მკაფიოდ, ან უბრალოდ ეთქვათ „არა“. პასუხი იყო ძალიან მკაფიო, თქვენ არ გახდებით ნატო-ს წევრი, თუმცა საჯაროდ კარი ღია დარჩება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები