20 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 842 355 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მარტის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 842 355 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 356 141,>18 ასაკის მოსახლეობის 47.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 253 699ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.6%. ბუსტერ დოზით აცრილია 229 542, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 089 (2.31%) სრულად აცრილია – 3 234(1.82%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 574 (15.51%) სრულად აცრილია- 11 135 (13.73%). 19 მარტს ჩატარდა 656 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.