ნინო ლომჯარია: ჩემი ვიზიტი უკრაინაში იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება
ჩემი ვიზიტი უკრაინაში იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რითაც უკრაინაში მის გამგზავრებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემ შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლება, გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ბუნებრივია მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ.
წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს!”, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.