იონათამიშვილი: რუსული თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაცია თუ დადასტურდა, ნიშნავს, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას

რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე ინფორმაცია თუ დადასტურდება, ნიშნავს, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას პროვოკაცია და საფრთხეები თავიდან აარიდოს.

„რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე ინფორმაცია თუ დადასტურდება, ნიშნავს, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას პროვოკაცია და საფრთხეები თავიდან აარიდოს. როდესაც ადგილი აქვს პროვოკაციას, ცხადია, საფრთხის რისკები არსებობს. როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაღალია რისკი, რომ რეალური პროვოკაციები იყოს. მით უფრო, რომ ქვეყნის შიგნით “მეხუთე კოლონა” დაკავებულია იმით, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და სახელმწიფოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო საზღვარი გადაკვეთა და ერევნის მიმართულებით გაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები