რატი იონათამიშვილი – “რადიკალური ოპოზიციისთვის კობახიძის განცხადება რომ მიუღებელია და მისაღებია შოლცის განცხადება, ნიშნავს, რომ “ისინი ომის პარტიაა”

რადიკალური ოპოზიციისთვის კობახიძის განცხადება რომ მიუღებელია და მისაღებია შოლცის განცხადება, ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ორმაგი სტანდარტებია მისაღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას გამოეხმაურა.

„ის, რომ ადამიანების ეთნიკური ნიშნით არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეიძლება, ამის მოწოდება იყო როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე, ოლაფ შოლცის მხრიდან. თუმცა, რადიკალური ოპოზიციისთვის კობახიძის განცხადება რომ მიუღებელია და მისაღებია შოლცის განცხადება, ეს ნიშნავს სწორედ იმას, ამ ადამიანებისთვის მისაღებია არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტები, არამედ ის, რომ ისინი ომის პარტია და მე-5 კოლონაა ჩვენს ქვეყანაში. ცდილობენ, არსებული სიტუაცია გამოიყენონ და დაძაბონ ვითარება საქართველოში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები