ელენე ხოშტარია – უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე: პარლამენტის წინ მივიტანთ ხვალ ფოტოებს და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას

ხვალ, 15:00 სთ-დან პარლამენტის წინ მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და უკრაინაში ქართველი მოხალისეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი.
ამ ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს. ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.
მე არ ვიცი და არ მაინტერესებს, ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა.

ხვალ, 15:00 სთ-დან პარლამენტის წინ მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას”, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმულები, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ​ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები