კასიანოვი – უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე: მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი მეომრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ 2014 წლიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას, – ასე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლის დაღუპვას.

მან ყველა მოხალისეს სიმამაცისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მადლობელი ვართ, რომ თქვენ გვერდით დაგვიდექით.
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველი მეომრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ 2014 წლიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას. მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს“, – განაცხადა კასიანოვმა.

ცნობისთვის, კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად რუსულ აგრესიას 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინაში მოხალისეებად იბრძოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები