ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის სათადარიგო წევრმა, ნინო იობაშვილმა ქალაქ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ახალგაზრდა პარლამენტართა არაფორმალური ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნები: საქართველო, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სომხეთი, ანდორა მონაწილეობდნენ.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ეუთო-ს გენერალური მდივნის ოფისისა და ეუთო-ს საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლებთან. აღნიშნულ ფორმატში განხილულ იქნა ასამბლეაში ახალგაზრდების ჩართულობის ყველაზე აქტუალური საკითხები. აღნიშნულ თემებზე მსჯელობისას, ნინო იობაშვილმა ყურადღება საპარლამენტო ცხოვრებაში ახალგაზრდა პოლიტიკოსების როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა მომავალ ძალისხმევაზე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ახალგაზრდებთან დაკავშირებული პოლიტიკის ხელშესაწყობად.