გიგი უგულავა: ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ გეოპოლიტიკური კატასტროფა გადაექცია „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად
ზელენსკი მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული ამერიკიდან ევროპის ქვეყნებით დამთავრებული. არსად შეკითხვა არ დასმულა. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა გადაექცია „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მმართველი პარტიის პასუხი ოპოზიციის ინიციატივაზე, საქართველოს პარლამენტისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვასთან დაკავშირებით.
„ზელენსკი მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული ამერიკიდან ევროპის ქვეყნებით დამთავრებული. არსად შეკითხვა არ დასმულა და ყველა ნორმალური ქვეყანა მიესალმება, პირიქით, ვხედავთ უწყვეტ ტაშს უკრაინელი ხალხის გმირობის და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა გადაექცია „ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად, მსჯელობის საგანი გახდა, მოვუსმინოთ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის, ეს სამარცხვინოა და შიშს აყოლილი ხელისუფლების ნიშანია. რანაირად უნდა მოახერხო, რომ დისკუსიის საგანი გახადო პრეზიდენტ ზელენსკი ჩაერთვება და ქართველ დეპუტატებს მიმართავს თუ არა. აქამდე როგორ უნდა დაეცე? სხვა სიტყვები არ არსებობს, როგორ შეიძლება ეს მსჯელობის საგანი იყოს დღეს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.