კიევში, პოდოლსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთ 5-სართულიანი საცხოვრებელ კორპუსს ჩამოგდებული რუსული რაკეტის ფრაგმენტი მოხვდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 4 დაიჭრა, 12-ის გადარჩენა მოხერხდა, ევაკუირებულია კორპუსში მცხოვრები 98 ადამიანი.
უკრაინელი მაშველების ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტის მოხვედრის შედეგად, პირველიდან მესამე სართულამდე იყო გაჩენილი ხანძარი.