გივი მიქანაძე: ძვირფასი ოპონენტებო, როდესაც მინისტრის მოსვლის საკითხს აყენებთ, იმდენი პატივისცემა მაინც უნდა გამოხატოთ, რომ მას ბოლომდე მოუსმინოთ
„ოპოზიცია სრულ უპატივცემულობას გამოხატავს და თუნდაც ახლა, ტოვებს დარბაზს და ათი კაციც კი არ არის დარჩენილი, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვუსმენთ პარლამენტში და უმნიშვნელოვანესს საკითხებზე გვაქვს აქცენტირება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ პლენარულ სხდომა, სადაც პარლამენტი „მინისტრის საათის” ფორმატში შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდა.
მისი თქმით, ის რომ დღეს დარბაზში ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იმყოფება გასაკვირი არ არის და არც ის არის გასაკვირი, რომ მათი მხრიდან თითოეული ასეთი მოსმენა თუ შეხვედრა პროვოკაციად და გარკვეულწილად, პოპულიზმად არის გამოყენებული.
„ასეც არ გვიკვირს იმიტომ, რომ თქვენ სხვა არაფერი დაგრჩენიათ, თუ არა სწორედ ამ მიმართულებებზე გაამახვილოთ ყურადღება.
ძვირფასი ოპონენტებო, როდესაც საკითხს აყენებთ იმის თაობაზე, რომ მინისტრი მოვიდეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, იმდენი პატივისცემა მაინც უნდა გამოხატოთ, რომ როდესაც მინისტრი აქ მობრძანდება დარჩეთ, ბოლომდე მოუსმინოთ და ისეთი სამარცხვინო ქმედებები არ ჩაიდინოთ, როგორც გასული წლის ივლისში, როდესაც მინისტრი აქ ბრძანდებოდა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და მოაწყვეტ შოუ მასკარადი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელიც საქართველოს პარლამენტისთვის იყო სამარცხვინო და არ მიეცით მინისტრს საშუალება თავისი მოხსენება გაეკეთებინა იმ საკითხზე, რომელიც მთელ საზოგადოებას და თითოეულ ჩვენთაგანს გვაინტერესებდა”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.