მიხეილ დაუშვილი – ვახტანგ გომელაურს: ქვეყნის წინაშე მდგარ რისკებსა და გამოწვევებზე, სამწუხაროდ, თქვენ პასუხი არ გაგიციათ

„ყველა კითხვა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები არის იმ რისკებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას უდგას და სამწუხაროდ ამ რისკებსა და გამოწვევებზე თქვენ პასუხი არ გაგიციათ და საერთოდ არავის გაუცია, არც მთავრობიდან და არც უმრავლესობიდან. ხშირ შემთხვევაში კი, პასუხებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელიც კი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომა, განაცხადა სადაც პარლამენტი „მინისტრის საათის” ფორმატში შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდა.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების გაფრთხილება და იმაზე საუბარი, თუ როგორ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველომ ომში მყოფ უკრაინას. „როდესაც გაიხსნა ფანჯარა იმის, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გაიხსნა ფანჯარა იმის, რომ აგრესორი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% და ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების 20% ოკუპირებული აქვს და მას მთელი მსოფლიო წინ აღუდგა, ამ დროს ჩვენ სად ვდგავართ, ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის – ეს არის მნიშვნელოვანი.

როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია – გაიმარჯვებს თუ ვერ გაიმარჯვებს ის ამ ომში. მე მჯერა, რომ გაიმარჯვებს! ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი განვითარება, ხვალინდელი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამ დროს იმას კი არ უნდა ვისმენდეთ, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ ამ ომს ვერავინ გააჩერებს და ბევრ კიდევ ქვეყნის დამაზიანებელ რამეს, არამედ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ამ ომში ჩვენ უკრაინას მხარი როგორ დავუჭიროთ. ეს განსაზღვრავს ჩვენ ხვალინდელ დღეს, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები