ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და პოლონეთს დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები აერთიანებს
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და პოლონეთს დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის პოლონეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„მოხარული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტ მათეუშ მორავიეცკის ვუმაპინძლე საქართველოში. ჩვენს ერებს აერთიანებთ დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები. მადლობას ვუხდი პოლონეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
Delighted to host 🇵🇱's @MorawieckiM in 🇬🇪. Our nations share a commitment to democracy, a sustainable strategic partnership & strong bonds of historic friendship. Grateful for 🇵🇱 unwavering support for 🇬🇪's European & Euro-Atlantic aspirations. pic.twitter.com/PAQZYa17jw
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 17, 2022