შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა “მინისტრის საათის” ფორმატში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვას – უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან და საქართველოს მთავრობის საპასუხო რეაგირების შესახებ უპასუხა.
მისი თქმით, არავის უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიოს.
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები ღარიბაშვილის განცხადებებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ომში ჩაგვითრიონ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.