ვახტანგ გომელაური: ჟურნალისტებზე თავდასხმა 5 ივლისს, ძალიან ცუდი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი მოხდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვების საპასუხოდ აღნიშნა, ძალიან ცუდი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი მოხდა.

“5 ივლისს, რაც მოხდა, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ესეთი რაღაც არ მომხდარა არასოდეს, როდესაც ჟურნალისტებზე გამოეხატოთ ამა თუ იმ ჯგუფს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყვნენ, ამ შემთხვევაში ალტ-ინფო და სხვა მოსახლეობა ვინც იყო გამოსული, ჟურნალისტებზე აგრესიული ძალადობა. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.

მე გამოვყოფდი და ხაზი მინდა გავუსვა ბრჭყალებში „ოპოზიციურად განწყობილ“ ტელევიზიებზე იყო – არა, ყველაზე იყო. ელემენტარულად ფოტოგრაფი, რომელსაც არანაირი არც ნიშანი ჰქონდა არც ტელევიზია. ფოტოგრაფიც კი სცემეს და ფიზიკურად იძალადეს.

ძალიან ცუდი ფაქტი იყო. პრევენცია რატომ ვერ მოხდა გეტყვით. დაახლოებით 8 ლოკაციაზე იყო პოლიციელები პატარ-პატარა ჯგუფებად გაშლილები. აქცენტი იყო მთელი აქ აგრესია შეიძლება მომხდარიყო უკვე ამ მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ეს ადამიანები. ეს ჩვენი მთელი პოლიციის ძალები, უმეტესობა გადასროლილი იყო ფილარმონიასთან, ვერის ბაღში და ა.შ., რომ იქ არ მომხდარიყო შეტაკება და იქ კედელი სულ ცოტა კედელი აღგვემართა და თუ რაღაცა გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან.

აქედან გამომდინარე, ეს მოხდა სპონტანურად, რამდენიმე ადგილზე ამ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ხაზს ვუსვამ, მესმის, ჩვენი გასაკეთებელი იყო, მე არავის არ ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არ გაგვითვლია პირდაპირ ვიძახი, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და არ გაგვიხილია ეს ფაქტი.

მომავალში იმედია აღარ მოხდება ეგ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მითუმეტეს ჟურნალისტებზე და პრესაზე ეგეთი რაღაც არ განმეორდეს, მაგრამ მე ღიად ვამბობ, ეს ფაქტი იყო მთელი აქცენტი გადატანილი ამ ლგბტ მიმართულებაზე, იქ არ მომხდარიყო ამ აგრესიული მასის მიერ მათი ცემა, თავდასხმა,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები