ნიკოლოზ სამხარაძე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორს, სონია შიფერსს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის არსებულ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ბიოლის ფონდის პრიორიტეტები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგო-უსაფრთხოების და კლიმატის ცვლილებების, ასევე, დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.
„ბიოლის ფონდის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში, ასევე, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მიმართულებითაც”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, პარლამენტის რეფორმების დღის წესრიგი და პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობები.