კელი დეგნანი: ჩვენი მთავარი გზავნილი უნდა იყოს ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, იმ ტრაგიკული ომის ფონზე, რომელიც პუტინმა და კრემლმა წამოიწყო, მთავარი გზავნილი უნდა იყოს ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამის შესახებ კელი დეგნანმა დღეს პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას განაცხადა.
“საუბარი ასევე შეეხო, ჩემს ბოლო ვიზიტზე ვაშინგტონში, იმას – თუ რა განწყობებია იქ და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა ამ კრიტიკულ მომენტში. ასევე, იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია შევინარჩუნოთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.
ამერიკის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ახლა მთავარი გზავნილი უნდა იყოს ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,” – აღნიშნა კელი დეგნანმა.