მაია ბითაძემ შსს მინისტრს ტექინსპექტირების ეფექტიანობასთან დაკავშირებით მიმართა

ტექინსპექტირების თემა ნამდვილად ძალიან აქტუალური საკითხია, და მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა ნამდვილად გაუმჯობესებული გვაქვს ამ კუთხით, მაინც არის საკითხები, მაგალითად ჯარიმის სიმცირე, ასევე კამერების მიერ ტექინსპექტირება გავლილი მანქანების დაფიქსირების საკითხი, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას. მე ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება, – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შსს მინისტრს ტექინსპექტირების ეფექტიანობასთან დაკავშირებით მიმართა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე, რომელზეც კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მთავრობასთან ერთობლივად მიმდინარეობს მუშაობა და შეეხება ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.

„ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, როგორც მთავრობის ასევე საკანონმდებლო ორგანოსი, შესაბამისად ყოველგვარი ღონისძიებები, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, ერთობლივად უნდა იქნეს დაგეგმილი. შესაბამისად ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს შეეხება, მესმის, რომ საჭიროებს გარკვეულ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წელს მთავრობის ინიცირებით ეს კანონპროექტი იქნება დაძრული და საქართველოს პარლამენტში დამტკიცებული“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები