“თავისუფლება მიშას” – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას” – ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია სამართალდამცავები.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები