უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვამ ბოლო ერთ დღეში მტრის კიდევ 10 საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
კერძოდ, ჩამოგდებულია ორი ბომბდამშენი Su-34; სამი გამანადგურებელი Su-34SM; სამი ვერტმფრენი და ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ზუსტდება ინფორმაცია კიდევ ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავის ტიპისა და პილოტების დაღუპვის შესახებ.