გერმანიის კანცლერი: უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობაც პუტინის შეჭრის წინააღმდეგია, ისინიც სამშობლოს დასაცავად იბრძვიან
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობაც პუტინის შეჭრის წინააღმდეგია.
“პუტინს მოვუწოდებ, დაასრულოს ეს საშინელი ომი, უკრაინაში რუსი დამპყრობლების ხილვა არავის სურს. უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობაც კი პუტინის შეჭრის წინააღმდეგია, ისინიც სამშობლოს დასაცავად იბრძვიან“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს უკრაინის დახმარებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.