პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ყაჩაღობისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი – 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს.
დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.