ნიდერლანდების სამეფოს პრემიერმინისტრი, მარკ რუტე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მარკ რუტეს თქმით, მან გამოხატა ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
“ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბოლო მოვლენების შესახებ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – აღნიშნავს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი.
📞: I just spoke to Georgian Prime Minister @GharibashviliGe about the latest developments regarding the war in Ukraine. I expressed the Netherlands’ undiminished support for the sovereignty and territorial integrity of both Ukraine and Georgia.
— Mark Rutte (@MinPres) March 16, 2022