ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის უფროსი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის უფროსი ინარი ზაქარაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ინარი ზაქარაძემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა კონკრეტული მოქალაქეებისათვის, თითქოსდა ტყით სარგებლობის წესების დარღვევისათვის, დაჯარიმების ყალბი აქტების გამოწერა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=bpENr4ESkWM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები