ანდრეი კასიანოვი: მადლობლები ვართ სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის
უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, საელჩო საქართველოს პარლამენტში გამოსვლებს თვალს ადევნებს.
„მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლებს, რეაქციებს პოლიტიკურ გარემოში და საზოგადოებრივ წრეებში და კიევს ამის შესახებ მუდმივად ვაცნობებთ“, – განაცხადა კასიანოვმა.